ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს, ეს სრული სიყალბეა, – ამის შესახებ Twitter-ზე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი წერს.
„რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, გვსურს, მკაფიოდ განვაცხადოთ: აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს ისე, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიის არც ერთი სანტიმეტრი არ დაკარგოს. ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს. ეს სრული სიყალბეა“, – წერს ამერიკელი კონგრესმენი.