სადგურზე, თბილისი-ბათუმის მატარებელი გლოვოს კურიერს დაეჯახა

სადგურზე, თბილისი-ბათუმის მატარებელი გლოვოს კურიერს დაეჯახა. ინფორმაცია Europetime-ს „საქართველოს რკინიგზაში“ დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ „გლოვოს“ კურიერი მატარებლის ლიანდაგზე გადაადგილდებოდა. 

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა წაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. 

„საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს, რომ ამ დროისთვის მგზავრები მატარებლიდან ჩამოიყვანეს და შესაბამისი პროცედურების შემდეგ მგზავრობა განახლდება.