საფრანგეთის აუდიოვიზუალური და ციფრული კომუნიკაციის სამმართველომ (Arcom), სატელიტურ ოპერატორ Eutelsat-ს რუსული არხის НТВ "Мир"-ის შეწყვეტის შესახებ აცნობა. ამის შესახებ France24 იუწყება.
„ჩვენ შევასრულეთ Arcom-ის განკარგულება“, - აცხადებენ Eutelsat-ში.
თავის ვებგვერდზე რეგულატორი წერს, რომ НТВ "Мир"-მა არაერთხელ წარმოადგინა უკრაინის მთავრობა, ჯარი და მოსახლეობა, როგორც „მესამე რაიხის“ იდეოლოგიის მატარებლები, რაც საფრთხეების შემცველია.
სატელიტი Eutelsat-ი НТВ "Мир"-ის ტრანსლირებას ევროპის მასშტაბით ახორციელებს.
ცნობისათვის, ივნისის ბოლოს ევროკავშირის გადაწყვეტილებით, კავშირის ტერიტორიაზე РТР "Планета" -სა და "Россия 24" ტრანსლირება შეუწყდათ.