შრი-ლანკის პოლიციამ, მასწავლებლების ნაციონალური პროფკავშირების ლიდერი იოსებ სტალინი, არასანქცირებულ მიტინგებსა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავა. წერს Guardian.
მედიის ცნობით, დაკავებისას სტალინი პოლიციელს ეკამათა და განიცხადა, რომ „პროტესტის უფლება - დემოკრატიული უფლებაა“. ამის შემდეგ, ის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
საპროტესტო აქციები შრი-ლანკაზე, რომელშიც სტალინი მონაწილეობდა, 2022 წლის აპრილში, ქვეყანაში განვითარებული უპრეცედენტო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის ფონზე დაიწყო, რამაც ეკონომიკის პარალიზება გამოიწვია.