კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა სავარაუდოდ, კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

თბილისში, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორი, გიორგი გალდავა დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მას თანამშრომელმა ექიმმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

რა გახდა დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. გიორგი გალდავას ოპერაცია უტარდება.