BBC-ის ინფორმაციით, თეთრ სახლთან, ლაფაიეტის პარკში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან სამი დაიღუპა.
გარდაცვლილთაგან ორი 76 და 75 წლის ცოლ-ქმარი არიან, რომლებიც დედაქალაქს მათი ქორწინების 56-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვივნენ. მესამე გარდაცვლილი კი, 29 წლის კაცია.
ამასთან, როგორც ცნობილია, მეოთხე დაშავებულიც კრიტიკულ მდგომარეობაშია.