აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„აზერბაიჯანი და საქართველო სარგებლობენ სტრატეგიული პარტნიორობით, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემასა და დაცვაზე", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.