ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ „პოსტზე“ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
ვფიქრობ, რომ თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის - ფაქტებს ვერ გავექცევით, ვერ დამალავთ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი - კოდორის ხეობა ზუსტად ამ პერიოდში [2008 წელს] დაიკარგა, - განაცხადა დავითაშვილმა.
„შეიძლებოდა პასუხის გარეშე დაგვეტოვებინა, მაგრამ უბრალოდ ვერ მოვითმინე, რომ პასუხის გარეშე დავტოვო. ვფიქრობ, რომ თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის. თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცის ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში რა და როდის ხდებოდა, მაგრამ თქვენ, ჩვენ უბრალოდ ფაქტებს ვერ გავექცევით, ვერ დამალავთ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი - კოდორის ხეობა ზუსტად ამ პერიოდში დაიკარგა. ხომ? მადლობთ!,“ - განაცხადა დავითაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით სოცალურ ქსელში პოსტი გამოქავეყნა. „14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, - დაწერა ღარიბაშვილმა.