ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგეები ბოლო ტურში დიდი ანგარიშით - 3:1 დაამარცხეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართველმა მოჭადრაკეებმა უკრაინის გუნდთან ერთად I-II ადგილები გაინაწილეს.
"ჩვენმა ქალებმა ოლიმპიადის მონაწილეებმა ბოლო ტურში დიდი ანგარიშით - 3:1 დაამარცხეს აზერბაიჯანელი მოჭადრაკეები და უკრაინის გუნდთან ერთად I-II ადგილები გაინაწილეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.