რეგიონულმა სახელმწიფო ადმინისტრაციამ დასძინა, რომ ხერსონის რეგიონში ოკუპანტები საჯაროდ განიხილავენ „რეფერენდუმის“ ჩატარების საკითხს და ადგილობრივ მოსახლეობას „პრობლემებით“ აშინებენ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი 2 აგვისტოს წერდა, რომ დონეცკის ოლქიდან რუსული ჯარების ნაწილის გაყვანა, სავარაუდოდ, უკრაინულ ძალებს იზიუმის ღერძზე კონტრშეტევის შესაძლებლობას მისცემს.
„რუსეთის ზოგიერთი ჯარის გაყვანა დონეცკის ოლქიდან მათ ძალისხმევას შეანელებს გარკვეული მიმართულებით ისევე, როგორც რუსულმა ძალებმა დაკარგეს ძალა ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ფრონტებზე, ლუგანსკის ოლქში შეტევითი ოპერაციების დროს.
სავარაუდოდ, უკრაინულ ძალებს იზიუმის ღერძზე კონტრშეტევის წამოწყების შესაძლებლობა მიეცემათ ისევე, როგორც რუსეთის მიერ ლუგანსკის რეგიონის დაპყრობამ მისცა საშუალება უკრაინას, შეექმნა პირობები კონტრშეტევისთვის ხერსონის რეგიონში“, - ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებაში.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა 7 ივლისს მოუწოდა უკრაინის დროებით ოკუპირებული სამხრეთ რეგიონების მოსახლეობას, განსაკუთრებით, ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ევაკუაცია ყველა შესაძლო გზით, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ტერიტორიების გათავისუფლება შეძლონ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე.