რუსეთის მიერ „დანიშნული“ რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა“.
უკრაინის ნახევარკუნძული, რომლის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, პოპულარული ადგილია რუსი ტურისტებისთვის და გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტუმრები პლაჟიდან გარბიან.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს. Reuters-ის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, 5 დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.
თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება.