რუსეთის ძალებს აღარ შეუძლიათ, გამოიყენონ სარკინიგზო ხაზი, რომელიც ყირიმს ხერსონის რეგიონთან აკავშირებს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ხერსონის სამოქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მრჩეველი სერჰი ხლანი აცხადებს.
„ეს განშტოება კალანჩაკის, ბრილივკის გავლით ოლეშკის რკინიგზის სადგურამდე და სარკინიგზო ხიდზე, თავად ხერსონამდე გადიოდა”, - განაცხადა უკრიანის ოფიციალურმა პირმა და დაამატა, რომ კიდევ ერთი მარშრუტი იყო ყირიმიდან მელიტოპოლამდე.
„სწორედ იქ გადაიტანეს ოკუპანტებმა სარკინიგზო მატარებლები და გადმოტვირთეს ისინი ნოვოლექსიევკას მიღმა, ჰენიჩესკის რაიონში. გუშინ, რუსეთის ძალების კიდევ ერთი კოლონა განადგურდა, აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალებით", - აღნიშნავს ხლანი.
ჰენიჩესკის რაიონში აფეთქებების შესახებ მედია 9 აგვისტოს იუწყებოდა.