მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა მეექვსე თვეს ითვლის, რუსეთი რჩება იზოლირებული საერთაშორისო საზოგადოებისგან. საერთაშორისო ბრენდები კვლავ ბოიკოტს უცხადებენ ქვეყანას, ხოლო ავიაკომპანიები და ქვეყნები ფრენების აკრძალვასა და სანქციებს აწესებენ, Wizz Air Abu Dhabi-მ გამოაცხადა, რომ აბუ დაბიდან მოსკოვის მიმართულებით,ფრენებს განაახლებს ბილეთები კი, 3 ოქტომბრიდან გაიყიდება.
„ავიაკომპანია განაახლებს ოპერირებას მოსკოვში, რათა დააკმაყოფილოს მგზავრების მოთხოვნა, რომლებსაც სურთ ფრენა რუსეთში არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქიდან„ - ამბობს კომპანიის სპიკერი.
Wizz Air Hungary და Wizz Air UK ამჟამად არ ახორციელებენ ფრენებს რუსეთში. ამჟამად აკრძალულია ფრენები რუსეთში დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან.