მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ომი გრძელდება, „მაკდონალდსმა“ (MCD.N) განაცხადა, რომ უკრაინაში მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში რესტორნებს გახსნის. მსოფლიოს უდიდესმა ქსელმა თავისი რესტორნები მარტში დახურა.
„მაკდონალდსს“ უკრაინაში 109 რესტორანი ჰქონდა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რამდენის გახსნას აპირებს.
გადაწყვეტილება უკრაინელ ოფიციალურ პირებთან ვრცელი კონსულტაციებისა და დისკუსიის შემდეგ მივიღეთ, - განაცხადა პოლ პომროიმ, მაკდონალდსის საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელმა.