გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ, რუსეთის საზღვაო ავიაციის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაქვეითდა.
„ფლოტის საზღვაო საავიაციო შესაძლებლობები ახლა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია. ინციდენტი, სავარაუდოდ, უბიძგებს რუს სამხედროებს, საფრთხის აღქმას გადახედონ“, - წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე.
თუმცა აღნიშნავენ, რომ საბრძოლო თვითმფრინავების დაკარგვა წარმოადგენს ავიაციის საერთო ფლოტის უმნიშვნელო ნაწილს, რომელსაც რუსეთი ამ ომში ფლობს.
„საკი ძირითადად გამოიყენებოდა რუსეთის საზღვაო ფლოტის შავი ზღვის ფლოტის თვითმფრინავების ბაზად“, - განმარტეს სამინისტროში.
როგორც ცნობილია, ყირიმის საოკუპაციო „ხელისუფლებამ“ 9 აგვისტოს დაადასტურა აფეთქებები ნოვოფედორივკას რაიონში, სადაც რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აეროდრომზე „საავიაციო საბრძოლო მასალები აფეთქდა“.
ასევე ნახეთ