ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის საფუძველზეა დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაკაიძის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახში ძალადობის, გაუპატიურებისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლებით მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ერთი პირი დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.
ამასთან, „მთავარმა არხმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას.
„მთავარმა არხი“ გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას.მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არც ერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ლაშა ნაკაიძეს „მთავარ არხზე“ დილის გადაცემა მიჰყავდა. ის სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციას დაზარალებულმა ქალმა თავად მიმართა.