აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა ილიასეულ პროდასავლურ პრინციპებზე დგას, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში, რომელიც საელჩოს Facebook-ზე, ელჩი დეგნანის მცხეთა-მთიანეთში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნდა.
„ამერიკელებისთვის „დამფუძნებელი მამების" ცნება ძალიან ახლო და ძვირფასია. ამ ქვეყანაში თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელ მამად ილია ჭავჭავაძე მიიჩნევა. მისი მრავალმხრივი საქმიანობა და მდიდარი მემკვიდრეობა აღმაფრთოვანებელია. ჩვენი მისიისთვის კი განსაკუთრებით საამაყოა, რომ აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა ილიასეულ პროდასავლურ პრინციპებზე დგას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
მცხეთა-მთიანეთში ოფიციალური ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა საგურამოში ილიას სახლი მოინახულა და მისი ცხოვრების შესახებ საინტერესო ისტორიები მოისმინა.