ისრაელს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

ისრაელის ახლად დანიშნული ელჩი ჰადას მეიცადი საქართველოშია. მან ამ თანამდებობაზე რან გიდორი შეცვალა, რომელსაც ვადა ამოეწურა.

„ჩემთვის დიდი პატივია და უაღრესად მოხარული ვარ, შევუდგე საქმიანობას საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნული ელჩის რანგში. ისრაელსა და საქართველოს მეგობრობისა და დიპლომატიური კავშირების მდიდარი ისტორია აქვთ. მოუთმენლად ველი, საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში და ასევე, უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყნა“, - აცხადებს ისრაელის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი, რომლის კომენტარს საელჩო ავრცელებს.

ჰადას მეიცადს გაეროში ისრაელის მისიაში პოლიტიკური მრჩევლის პოზიცია ეკავა.