ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, სამართალდამცავი სტრუქტურების მონაწილეობით, სასწავლო წვრთნა დღეს ჩატარდება

საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები და ამერიკის საელჩო სასწავლო ერთდღიან წვრთნას საელჩოს ტერიტორიაზე და მის გარშემო დღეს გამართავენ. ამერიკის საელჩოს განცხადებით, წვრთნების ჩატარების მიზანია საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ამერიკის საელჩოს უსაფრთხოების პერსონალს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის განმტკიცება.

„ეს წვრთნები არის ადგილობრივ სამართალდამცავებსა და ამერიკის საელჩოს შორის თვეების განმავლობაში დაგეგმილი პროგრამის კულმინაცია. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შესანიშნავი თანამშრომლობა აქვთ მრავალი მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაკავშირებულ საკითხებში. დღევანდელი წვრთნის მსგავსი პროგრამა უზრუნველყოფს აღნიშნული პარტნიორობის წარმატებულ გაგრძელებას“, - აცხადებს აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა.