ჩინეთის სახელმწიფო კონგლომერატი Genertec-ი ყაზახეთში რეგიონულ ოფისს გახსნის

ჩინეთის სახელმწიფო კონგლომერატმა Genertec-მა ყაზახეთში ოფისის გახსნის გეგმების შესახებ განცხადა. ინფორმაციას Astana Times ავრცელებს.

შეხვედრისას ჩინურმა მხარემ ხაზი გაუსვა კომპანიის მიზანს, გააფართოოს „KAZAKH INVEST“-ის პლატფორმის გამოყენება შესაბამის სფეროებში პროექტების განსახორციელებლად.  განიხილება ერთობლივი პროექტები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით.

„გთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და მულტიმოდალური სატრანსპორტო გზების განვითარებაში, რომელიც ჩინეთს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებს“, - განაცხადა კომპანია KAZAKH INVEST-ის თავმჯდომარის მოადგილემ.

Genertec-ი ჩინეთის სახელმწიფო კონგლომერატია, რომელიც მოიცავს ინჟინერიის, მანქანათმშენებლობის, ფარმაცევტული პროდუქტების, სამშენებლო და განახლებადი ენერგიის სფეროებს. მისი წლიური ბრუნვა 25 მილიარდ დოლარზე მეტია.

ცნობისთვის, „KAZAKH INVEST“-ი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ყაზახეთის მთავრობის მიერ დაარსებული კომპანიაა.