შვეიცარიამ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი ვაჟის ალექსანდრეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ იანუკოვიჩი, როგორც პრეზიდენტი, „აწარმოებდა პრორუსულ პოლიტიკას“ და „იყო სპეცოპერაციის ნაწილი, რომლის მიზანს 2014 წელს უკრაინის ხელმძღვანელობის შეცვლა წარმოადგენდა“.
მანამდე ევროკავშირმა იანუკოვიჩისა და მისი შვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.