რატომ არის საშიში ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება

  • ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში
  • ეს ადგილი რუსულმა ძალებმა მარტის დასაწყისიდან დაიკავეს
  • უკრაინა ამბობს, რომ ქარხანაში ვითარება კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა

BBC სტატიაში განმარტავს, რატომ არის შემაშფოთებელი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება. საგულისხმოა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში.

გაერო გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს ნებისმიერი სამხედრო მოქმედება ქარხნის მახლობლად და ყველა მხარე „ატომური კატასტროფის ძალიან რეალური რისკის შესახებ გააფრთხილა“.

ადგილზე იქ მყოფმა ზოგიერთმა პერსონალმა BBC-ს განუცხადა, რომ ისინი „იარაღით კონტროლის ქვეშ არიან“.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სადგურზე შესაძლოა, ელექტროენერგია გაითიშოს, რადგან მოსკოვი ცდილობს, ელექტროენერგიის გადამისამართებას ყირიმში, რომლის ანექსიაც რვა წლის წინ მოახდინა.