ზაპოროჟიეს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უკრაინას ეკუთვნის და ეს პრინციპი სრულად უნდა იყოს დაცული - გუტერეში

"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია", - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განცხადა.

"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია. ზაპოროჟიეს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უკრაინას ეკუთვნის და ეს პრინციპი სრულად უნდა იყოს დაცული", - განაცხადა გუტერეშმა.

ამასთან, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სადგურზე შესაძლოა, ელექტროენერგია გაითიშოს, რადგან მოსკოვი ცდილობს, ელექტროენერგიის გადამისამართებას ყირიმში, რომლის ანექსიაც რვა წლის წინ მოახდინა.