შეერთებული შტატები უკრაინას, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, სადაზვერვო თვითმფრინავებსა და ნაღმსაწინააღმდეგო მანქანებს პირველად გადასცემს. ამის შესახებ CNN პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი $775 მილიონს შეადგენს, ამასთან უკრაინა დამატებით, საბრძოლო მასალასა და 16 ჰაუბიცის სისტემას მიიღებს.
ამის გარდა, დახმარების პაკეტში შედის 15 უპილოტო Scan Eagle, 40 ავტომანქანა MaxxPro MRAP-ის დამცავი სისტემით და 1000-მდე ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსური სისტემა Javelin-ი.
ჯამში პაკეტი მოიცავს HIMARS-ის საბრძოლო მასალას, 16 ჰაუბიცას და საბრძოლო მასალებს, 1000 avelin-ს, გასანაღმვ მოწყობილობებს, 15 უპილოტო საფრენ აპარატს, 40 მანქანას MRAP-ის თავდაცვით, რომელიც დანაღმულ ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას იძლევა.
დახმარების პაკეტში შედის ჩქაროსნული ანტისალოკაციო რაკეტები HARM-ი, 1500 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა, ჰამერები, ტაქტიკური კავშირგაბმულობის სისტემები, ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა, ღამის ხედვის დანადგარები, თერმული გამოსახულების სისტემები, ოპტიკა და ლაზერული დიაპაზონის განმსაზღვრელი აპარატურა.
ამრიგად, უკრაინული მედიის ცნობით, 24 თებერვალს რუსეთის შემოჭრის შემდეგ უკრაინაში გაგზავნილი აშშ-ის ჯამური სამხედრო დახმარება $10,6 მილიარდის შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა აშშ-ს თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან საუბრის შემდეგ შეერთებული შტატების უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ განაცხადა.