პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი, ფინელ კოლეგა სანა მარინს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრს ცეკვის მიზეი აქვს, რადგან მისი ქვეყანა თითქმის NATO-შია.
პოლონეთის ხელისუფლების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ნახა ვიდეოჩანაწერი და მიიჩნევს, რომ „პრემიერ-მინისტრს სიხარულის მიზეზი აქვს, რადგან ფინეთი პრაქტიკულად შეუერთდა NATO-ს“.
„ასე რომ, თუ ამ შემთხვევაში, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ცოტა მეტი "ფინლანდია" (სასმელი) მიიღო და ცეკვა დაიწყო, აქ სანერვიულო არაფერია", - დასძინა მორავეცკიმ.
შეგახსენებთ, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს ნარკოტესტი ჩააბარა. მანამდე გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიტიკური ლიდერი ფინელ პოპ-ვარსკვლავთან ცეკვავს.