სომხეთში, მერიაში შეიარაღებული კაცი ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიჭრა და ცეცხლი გასნა

სომხეთის ქალაქ მასისის მერიაში შეიარაღებული კაცი ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიჭრა და ცეცხლი გასნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

წინასწარი ვერსიით, დამნაშავე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ამასთან თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„პოლიცია შეიარაკებულ კაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რა დროსაც გასროლის ხმა გავიგეთ. სპეცრაზმი და პოლიციელები შენობაში შევიდა და დაინახეს, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა“, - აცხადებენ პოლიციის პრესსამსახურში.

ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.