ხვიჩა კვარაცხელიამ მარადონას სახელობის სტადიონზე, პირველ ოფიციალურ მატჩში, „ნაპოლის“ რიგებში დუბლი შეასრულა

„ნაპოლის“ მაისურით მარადონას სახელობის სტადიონზე ხვიჩა კვარაცხელიამ ოფიციალურ მატჩში პირველი გოლი გაიტანა, მეორე შეხვედრაში კი, მის ანგარიშზე მესამე გოლია.

„ქართველმა ფეხბურთელმა ზელინსკის პასის შემდეგ, ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა. „ნაპოლიმ“ დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე იტალიის სერია A-ს დებიუტანტ „მონცას“ უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

 

კვარაცხელის დებიუტი გასულ კვირას შედგა. ქართველმა ფეხბურთელმა პირველი გოლი „ვერონას“ კარში გაიტანა.