დანიის F16 ტიპის თვითმფრინავები კეფლავიკის (ქალაქი რეიკიანესის ნახევარკუნძულზე სამხრეთ–დასავლეთის ისლანდიაში) საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ.
NATO-ს უწყვეტი მისიის ფარგლებში, ისლანდიის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების დაცვით მიზნით, საჰაერო პატრულირება იწყება.
მისიაში ჩართულია ისლანდიის სანაპირო დაცვა.
დანიის რაზმი ისლანდიის სანაპირო დაცვასთან ერთად იმუშავებს და სექტემბრის შუა რიცხვებამდე იქნება მზადყოფნაში.
ეს არის რიგით მეხუთე დანიური გამანადგურებელი თვითმფრინავის განლაგება ისლანდიაში 2009, 2010, 2015 და 2018 წლებში განლაგების შემდეგ.
მომზადებულია ალიანსის წყაროებზე დაყრდნობით