ბულგარეთის, კანადის, საბერძნეთის, რუმინეთის და შეერთებული შტატების თვითმფრინავები ოპერაციებში ერთობლივი მუშაობის უნარს აუმჯობესებენ. ამ მიზნით, ერთობლივი წვრთნა „Thracian Viper“ ბულგარეთის საჰაერო სივრცეში ჩატარდა.
თვითმფრინავები ბულგარეთის, საბერძნეთისა და რუმინეთის ტერიტორიიდან ბულგარეთის ხელმძღვანელობით მანევრირებდნენ. წვრთნებში მონაწილეობდნენ F-16, F-18, MiG-29 და Su-25 ტიპის თვითმფრინავები, ასევე, AS-532 Cougar ტიპის ვერტმფრენები.
„Thracian Viper" 2010 წლიდან ყოველწლიურად იმართება, რაც კარგ შესაძლებლობას აძლევს მოკავშირეთა საჰაერო ძალებს, თავიანთი უნარები მრავალეროვნულ გარემოში დახვეწონ.
ბულგარეთის საჰაერო ძალების (BAF) ეკიპაჟებმა ერთობლივი საფრენოსნო წვრთნაზე „Thracian Viper – 2022“ დავალებების შესრულება 8 აგვისტოს დაიწყეს. წვრთნაში საბერძნეთის, კანადის, რუმინეთისა და შეერთებული შტატების საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ.
მომზადებულია ალიანსის წყაროების მიხედვით