ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, ე.წ. შუა დერეფანში (ტრანსკაპიურ დერეფანში) სამინისტრო და მთავრობა, ინტენსიურად მუშაობს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავთაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამის პირველი მკაფიო მაგალითი იყო ასევე, ის თუ რა დონის სახელმწიფო ვიზიტები გვქონდა, პრემიერ-მიმიტრს და საქართველოს მთავრობას შუა აზიის ქვეყნებში. ჩვენ გვქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე თურქმენეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის ხელმძღვანელობასთან.
ჩვენ ამ საკითხებს ვიხილავდით, როდესაც საუბარია მინერალური რესურსებიტ მდიდარი ქვეყნების მეტად დაინტერესებაზე საქართველოს დერეფნით და ამაზე კონკრეტული მოლაპარაკებები შედგა უზბეკეთში, თურქმენეთსა და ყაზახეთში“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, რამდენიმე დელეგაცია იყო ჩასული საქართველოდან ამ ქვეყნებში და ეს მუშა პროცესი ახლაც გრძელდება.
12 აგვისტოს Reuters-მა გამოქავეყნა მასალა, სადაც გამოცემამ სანდო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს.
გაეცანით Europetime-ის სტატიას