შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური არ ეთანხმება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში კადრების დეფიციტია და უწყება 4 000-მა თანამშრომელმა დატოვა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე შსს-ში ვაკანსიებია გამოცხადებული.
„არ ვიცი, ქვეყნიდან ვინ მიდის, ზოგი მიდის, ზოგი ჩამოდის. 4 000-მა ადამიანმა რომ დატოვა, რამდენი მოვიდა, არ გიკითხავთ? რაც მეტი ხელფასი ექნებათ ჩემს პოლიციელებს და არამარტო პოლიციელებს, ყველას, მე ბედნიერი ვიქნები.
გადინება, რა ჰქვია, 4 000 კაცი რომ გავიდა, ახლა გამოვაცხადეთ ვაკანსია, 140 თუ 145 კაცზე. ატყდა ამბავი, დედა, რა ხდება, დაიქცა ქვეყანა, ამ დროს 38 000 კაცი ვართ. წარმოიდგინეთ, 145 კაცზე, იქიდან თუ არ ვცდები, იყო 60 თუ 58 სასაზღვროსი, რომელზეც საჭიროა აუცილებლად ინგლისური ენის ცოდნა, იყო ბევრი კანდიდატი, თუმცა ენა არ იცოდნენ იმ დონეზე, რომ დახვდეს ტურისტს, მიიღოს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, 60 დაახლოებით. გამოვაცხადეთ ვაკანსია 145 კაცზე და ამაზე ატყდა ამბავი. ამას მოაბეს მერე 4 000 წავიდა, 4 000 წავიდა, 5 000 მოვიდა, სულ არის ეს თემა. ხალხი მიდის, მოდის“, – განაცხადა გომელაურმა.