ენერგეტიკული პოლიტიკის შეიარაღებასთან დაკავშირებით რუსეთის მცდელობებმა უკუშედეგი გამოიღო, რადგან კანადა საკვანძო, გაზის ტურბინის მიწოდებას დათანხმდა. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპა და გერმანია დარჩებიან რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებული მომავალი ერთი ან ორ წლის განმავლობაში.
„რუსეთის მიზანი არ არის მხოლოდ განხეთქილების ჩამოყალიბება ქვეყნებს შორის, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, არამედ, ძირს უთხრის საზოგადოების მხარდაჭერას იმ მტკიცე პოზიციების მიმართ, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა დაიკავეს უკრაინის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.
„ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან მან გამოავლინა (რუსეთის პრეზიდენტის) პუტინის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს მოკავშირეების გაყოფას; მიზნად ისახავს, გავლენა მოახდინოს უკრაინის მხარდაჭერაზე“, - აღნიშნა თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„რუსეთი აღარ არის სანდო ბიზნეს პარტნიორი. მან შეამცირა გაზის მიწოდება მთელ ევროპაში, ყოველთვის მოჰყავდა ტექნიკური მიზეზები, რომლებიც არასდროს არსებობდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პუტინის ხაფანგში არ ჩავვარდეთ და ერთად დავდგეთ“, - დაამატა გერმანიის კანცლერმა.