სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შეიქმნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

23 აგვისტოს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეორე სამიტში 60-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. 

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 23 აგვისტოს, „ყირიმის პლატფორმის“ სამიტს დაესწრება.

ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, „2022 წლის 23 აგვისტოს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მონაწილეობას „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას.

ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეები, რომლებიც 23 აგვისტოს ონლაინ შეიკრიბებიან, აზოვის ზღვის, ასევე, შავი ზღვების უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორისაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები და ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია.