თურქმენეთში 2022 წლის იანვარ-ივლისში გაზის მოპოვების გეგმა, გადაჭარბებით შესრულდა.
ამის შესახებ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი შაჰიდ აბრდრახმანოვი აცხადებს. მისი თქმით, თურქმენეთში გაზის მოპოვების გეგმას 113,6% გადააჭარბეს, ხოლო თხევადი აირის მოპოვების გეგმა 115% შესრულდა.
ამასთან, თურქმენეთიდან გაზის ექსპორტის გეგმა 123,6% შესრულდა.
შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და გაზის მარაგებით, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სიაშია. თურქმენეთის გაზის მარაგები ახალი ტექნოლოგიების საფუძველზე 126 მილიარდი კუბური მეტრითაა გაზრდილი.