უკრაინამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რათა აიძულოს რუსეთი, მიაწოდოს ინფორმაცია რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროების დაკავებისა და სამედიცინო დახმარების შესახებ.
იუსტიციის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთობლივ განცხადებაში ასევე მოითხოვეს გადაუდებელი ზომები, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში უკრაინელი დამცველების წინააღმდეგ ყალბი სასამართლო პროცესების გამართვა.
უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის ძალები 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლში აზოვსტალის დამცველების „სასამართლო პროცესის" ჩატარებას გეგმავნენ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება სამუდამოდ იტყვის უარს რუსეთთან მოლაპარაკებებზე, თუკი მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეების „სასამართლო პროცესი“ გაიმართება.