უცებ, „შენ ხარ ვენახი“ შეასრულეს და ჩვენ ცრემლებით დუმილში ვუსმენდით - ოთარ პატარიძე საფრანგეთში ანზორ ერქომაიშვილთან შეხვედრას იხსენებს

ქართველი საზოგადო მოღვაწე საფრანგეთში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მეორე თაობის წარმომადგენელი, ოთარ პატარიძე დიდ მაესტროსთან, ანზორ ერქომაიშვილთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს:

ძვირფასნო მეგობრებო და მკითხველებო! ამ მოგონებას ვუძღვნი ქალბატონ ლალის და ჩემს მეგობარს თამაზ ანდღულაძეს,

ანსამბლ „გორდელას“ მემკვიდრეს. ამ წლის 10 აგვისტოს,

ანზორ ერქომაიშვილი 83 წლის გახდებოდა,

და, მის მოსახსენებლად და ყოფილ გარდავალებულ იმ დროინდელ (1970წ) გორდელას ანსამბლის წევრებიდან,

სახელდობრ: თამაზ ანდღულაძე

┼ გომარ სიხარულიძე ┼

კუკური ჭოღონელიძე ┼

თემურ ქევხშვილი ┼

ბადრი თოიძე ┼

ანზორ ერქომაიშვილი

┼თამაზ პავლოვი ┼

ალბერტი დანელიანი

სად და როგორ გავეცანი ცხონებულ ანზორს 52 წლის წინ და რა იყო შედეგი ამ შეხვედრისა?
  • მსურს, გაგიზიაროთ 1970 წლის 7 ნოემბრის მომხდარ მოვლენის შესახებ.
 
• მაშინ, „გორდელა“ საფრანგეთში იყო გასტროლებზე, რომელიც თავდებოდა ცნობილ „Salle Pleyel“ ის საკონცერტო დარბაზში პარასკევს, 7 ნოემბერს 1970 წ. საღამოს.
 
      ზედმეტი იქნება, რომ აღვწერო, რა ტაშის გრიალით დასრულდა ეს გამოსვლა და ერთხელ კიდევ გომარ სიხარულიძემ ქართული მრავახმიანობა აიყვანა უმაღლეს წერტილზე, მისი გუნდის დახმარებით !
 
• მოგახსენებთ რომ 1967 წლიდან შევქმენი ჩემი ანსამბლი „მერანი“ ცხონებული ლევან ზურაბიშვილის ინიციატივით, „ოთარ ,რაკი ხალხური სიმღერა ასე გიყვარს და ქეც ასრულებ ოჯახურ წრეში, გთხოვ ჩვენს ახალგზრდებს ასწავლო, რაც იცი ქართულ სიმღერინად და გალობიდანო“.
რა თქმა უნდა, შევასრულე მისი თხოვნა და ასე ვთქვათ „ბრძანებას“.
 
• მაშასადამე ამ კონცერტს „მერანიდან“ ესწრებოდნენ სალომე და ოთარ ზურაბიშვილები, გურამ ასატთიანი, მიხეილ ვოდე გოგიტიძე, თინა და დარეჯან ბერეკაშვილები, ცხონებული გივი ბეგიაშვილი და თქვენი მონამორჩილი ოთარ პატარიძე.
 
• კონცერტი რომ დამთავრდა, მივვარდით კულისებში უკეთესად რომ გაგვეცნოთ ჩვენი „იდოლები“ ჩვენ გვსურდა, მათთან გაგვეტარებინა ერთი ან ორი საათი, სუფრის ირგლივ. ოთარ ზურაბიშვილმა შესთავაზა ჩვენი სურვილი ... ცხადია, რომ იმ დროს, გასტროლებებზე „სუკის“ ( K.G.B ) აგენტები ჯაშუშობდნენ.
 
• ანზორი დათანხდა, მაგრამ გვითხრა, ერთ საათში მოგვაკითხეთ ჩვენს სასტუმროში, მაგრამ ყველა ვერ გაგვაცილებსო“.
 
• მივაკითხეთ მარტო 4 კაცი - გომარ სიხარულიძე, ანზორ ერქომაიშვილი, ბადრი თოიძე და თამაზ ანდღულაძე -...12 საათზე საღამოს და წავიყვანეთ ჩვენი სტუმრები ერთ ერთ « Montparnasse » ის რესტორანში « Le Maronnier » ში ცნობილ « La Coupole »ის ახლოს, სადაც პიკასო (Picasso), ელზა ტრიოლე (Elza Triolet), ჟან პოლ სარტრ (Jean Paul Sartre), სიმონ დე ბოვუარ (Simone de Beauvoir), როდინი (Rodin) და მისი მოწაფე იაკობ ნიკოლაძე ხშირად ატარებნენ დროს.
 
• შევაერთეთ 3 მაგიდა, დავსხედით და შევუკვეთეთ მენიუ...კარგად გვახსოვს, რა მოწიწებით, გორდელას წევრებმა შეუკვეთეს ლოკოკინა და ბაყაყის ბარძაყები! და წარმოიდგინეთ, რომ მოეწონათ!!!
 
• ორას მაგიდიანი რესტორანი გაჭედილი იყო, სანთლები ყველა მაგიდაზე სუსტად განათლებულ დარბაზში.
 
სანამ კერძებს მოგვიტანდნენ, „გორდელას“ წევრებმა ფეხზე ადგომით ჩუმად შეასრულეს „შენ ხარ ვენახი“ ჩვენც ავდედექით . ხალხმა იგრძნო, რომ რამე არაჩეულებრივი ტარდებოდა მანდ და დანა ჩანგლების ჟღარუნი მოისპო...დარბაზში დუმილი დაარსდდა ...ტაშის გრიალით დამხარდდა !
 
თამადად ავირჩიეთ ანზორი, მოადგილე - თამაზი, მაგრამ სუფრის ირგლივ ტრადიციული ქეიფი არ ტარდებოდა...სიტყვები...ჩვენ მათ სიტყვებს ვსვამდით ღვინის მაგივრად (ღვინო თითქმის არ დაგვილებია), ...სიმღერები, ხან ჩვენ (მერანი) ხან გორდელა და ზოგჯერ შეერთებულად.
 
ჩვენი რეპერტუარი (МЕЛОДИЯ ს ფირფიტებიდან ნასწავლი) არ იყო მდიდარი, მაგრამ მაინც ვამაყობდით რომ ამ სუფრაზე ჩვენი წილი შევიტანეთ!
ბევრი ღვინო არ დაგვილევია...
 
• დადგა დილის 3 საათი და სასტიკად განვიცდიდით ამ მომენტის შეწყვეტას...და აი, ანზორის იუმორით სავსე ბოლო სიტყვა:
 
 
„ბარნებო, თუ ოდესმე საქართველოში გვესტუმრებით, გთხოვთ, იქ ნუ გაგვცემთ... ნუ იტყვით რომ ბაყაყების ბარძაყები და ლოკოკინა ძალიან მოგვეწონა!
თქვენ რომ გაგიცანით და მოგისმინეთ, მწამს რომ ქართული გალობა და სიმღერა კარგ ხელშია...თუ გსურთ, მუდამ მზად ვიქნებით ამ დარგში დაგეხმაროთ და რჩევა დაგირიგოთ. გჩუწნით ამ ორ ფანდურს, ერთი ჩემია და მეორე გომარის...ისინიც კარგ ხელშია!
 
ჩვენ დღეს ვტოვებთ საფრანგეთს, მაგრამ პარიზიდან ვერ წამოვალთ თუ ჩვენი სურვილი არ შეგვისრულეთ: ჩვენ გვურს ლევილში როგორმე წაგვიყვანოთ და სასაფლაოს და „შატო“ს გავეცნოთო!“
 
• გავედით რესტორანიდან ნახევარ საათის შემდეგ, ძლივს ჩავეტიეთ ჩვენს 3 პატარა მანქანებში და გავეშურეთ ლევილისკენ.
• ლევილში რომ ჩავედით, შავი ღრუბლებიანი ცა იყო, მაგრამ უზარმაზარი მთვარე აშუქებდა საფლავებს.
გორდელას წევრები გიჟებივით დარბოდნენ სანთებელებით საფლავების ირგლივ და კითხულობდნენ გარდავალებულ ქართველების სახელებს და გვარებს !
• უცებ, ანზორმა გამონახა მისი მემორიალური ბიძის დათიკო ერქომაიშვილის სამარე რომელზედაც მისი თეთრჩოხიანი სურათი დაინახა.
 

 
• უცებ „შენ ხარ ვენახი“ შეასრულეს და ჩვენ ცრემლებით დუმილში ვუსმენდით... ძნელი იქნება აღვწერო, რას განვიცდიდით ამ ემოციურ დაუვიწყარ მომენტებში.
• რომ დაამთავრეს მათი გალობა, მივედით ლევილის „შატოში“ და გავაღეთ დიდი რკინის ჭისკარი... ამ დროს, გორდელამ დაიწყო კახური „იავ ნანა“... მე ვუთზარი: „უფრო ჩუმად იმღერეთ თორემ ბებრებს გააღვიებთ არ შეაშინოთო!“ „პირიქით, ამ იავნანას რომ მოისმინენ, ვითომ ეგონებათ კარგი სიზმარიაო!“ მიპასუხა ანზორმა. და სიმღერა ტკბილად გააგრძელეს.
 
• ერთი საათის დავათვალიერეთ განმავლობაში ლევილის ყველა კუთხეებში, ჩავედით ყანებში და რადგან 6 საათს მივუახლოვდით, „მამლის ყიყლიყომ“ გადაგვაწყვეტინა პარიზისკენ დავბრუნება.
 
•სასტუმროსკენ მწარე დუმილით ვიჯექით მანქანებში, რის შემდეგ ჩავეხუტეთ და გადავკოცნეთ ერთმანეთი < ასე დამთავრდა ჩვენი „ჟრუანტელით“ სავსე შეხვედრა,
•კარგი ხნის (32 წლის) ანზორმა მოგვიწვია 2002 წლის პირველ ტრადიციულ მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმზე (The First International Symposium on Traditional Polyphony), რის შემდეგ კონტაქტი არ დაგვიკარგავს.
 
 ამ პირველ სიმპოზიუმის შესახებ ახლო მომავალში გიამბობთ
ოთარ პატარიძე
საფრანგეთი 23 აგვისტო 2022წ