თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის ისტორიაში პირველად, რაიონის გამგებლად დანიშნეს პირი, რომელიც თურქეთში, სომხურ თემს წარმოადგენს.
პროფესიით იურისტი, 27 წლის ბერკ აკარი ქალაქ დენიზლის ბაბადაღის რაიონის უფროსად დანიშნეს. აკარმა ბილგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, მანამდე კი სტამბოლში სწავლობდა.
მედიის ცნობით, 2019 წლის ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში დაახლოებით 67 300 სომეხი ცხოვრობს.