სახელმწიფო დეპარტამენტი: კრემლი ქმნის და ავრცელებს დეზინფორმაციას, რათა უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ნამდვილ ქმედებებზე ხალხში დაბნეულობა და შიში დანერგოს

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ნამდვილ ქმედებებზე შიშის დანერგვის მიზნით, კრემლი ქმნის და ავრცელებს დეზინფორმაციას. შესაბამისი ამონარიდი განცხადებიდან საელჩომ გაავრცელა.

„იმისთვის, რომ უკრაინაში, საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში რუსეთის ნამდვილ ქმედებებზე ხალხში დაბნეულობა და შიში დანერგოს, კრემლი ქმნის და ავრცელებს დეზინფორმაციას. დეზინფორმაციის განიარაღება ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა“, - წერია ტექსტში.

მისივე თანახმად, სიმართლე განაიარაღებს რუსეთის დეზინფორმაციის მანქანას.