„მზად ვარ, მხოლოდ რუსეთის კაპიტულაცია ჩავიბარო“, - ასე უპასუხა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსი კოლეგის გზავნილს, რომელიც Washington Post-ის ცნობით, კიევისგან დანენებას მოითხოვდა.
ამერიკული გამოცემა Washington Post-ის ცნობით, 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინას დანებება სთხოვა, პასუხი კი, უკრაინის თავდაცვის მინისტრ, ოლექსი რეზნიკოვისგან მიიღო.
გამოცემის ცნობით, ოლექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ მას ბელორუსმა კოლეგა, ვიქტორ ხრენინმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ დაურეკა.
რეზნიკოვმა თქვა, რომ მინისტრმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გზავნილი გადასცა, რომელიც უკრაინას კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერას სთხოვდა.
„მე ვუპასუხე, რომ მზად ვარ, ჩავიბარო რუსეთის მხრიდან კაპიტულაცია“, - განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.