აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა არის სიმხეცე, რომლისთვისაც რუსეთის ოფიციალური პირები პასუხს აგებენ.
„რუსული სარაკეტო თავდასხმა უკრაინაში ხალხით სავსე სადგურზე, სიმხეცეა. გავაგრძელებთ პარტნიორებთან უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის ოფიციალური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას“, - ამის შესახებ ბლინკენმა 25 აგვისტოს გამთენიისას Twitter-ზე დაწერა.
როგორც ცნობილია, ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, ჩაპლინოს სადგურზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.