ბულგარეთში, შავი ზღვისპირა ქალაქ ბურგასში, პოლიციელები მიგრანტების ავტობუსის შეჩერებას ცდილობდნენ, რა დროსაც ავტობუსი სამართალდამცველების ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი პოლიციელი ადგილზე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავტობუსს თურქული სანომრე ნიშები აქვს, მასში 47 მიგრანტი იყო, თუმცა მათი ეროვნება არ სახელდება.
როგორც ცნობილია, ავტობუსი ჯერ პოლიციის მანქანას დაეჯახა, შემდეგ მის თავზე გადაიარა და ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა.