აშშ-ის საელჩო: ექვსი ქართველი მოსამართლის ამერკული გამოცდილება, საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება

ექვსი ქართველი მოსამართლის ამერკული გამოცდილება, საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცადებაში. 

ახლახანს, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ატლანტაში სასწავლო ტურის ფარგლებსი 6 ქართველო მოსამართლე იმყოფებოდა. 

„ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას სასამართლოს გაძლიერებისთვის. უახლესი სასწავლო ტურის ფარგლებში ექვსი ქართველი მოსამართლე ატლანტას ეწვია და ამერიკელ კოლეგებს შეხვდა. ინფორმაცია და საუკეთესო გამოცდილება, რომელიც მათ გაცვალეს, საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.