ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ 30 წლამდე კაცს პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ცნობილია, დაზარალებული და ბრალდებული ერთ სახლში ქირით ცხოვრობდნენ და ოჯახებით ახლობლები იყვნენ. ამასთან, პოლიციაში ფაქტის შესახებ შეტყობინება არასრულწლოვნის დედამ და მისმა მეგობარმა გააკეთეს.
დაზარალებული მხარის წარმომადგენლები, ამ ეტაპზე მომხარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.