პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გაზრდაზე ბრძანებას მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსული არმიის დაკომპლექტების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.

ბრძანების მიხედვით, სამხედრო პერსონალი 137 000 ადამიანით გაიზრდება. ეს მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის ხარჯზე მოხდება - ჯარში სამოქალაქო პერსონალის რაოდენობა უცვლელი დარჩება.

კონკრეტულად როგორ გაიზრდება სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა - დამატებითი გაწვევით, თუ საკონტრაქტო ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდით - ბრძანებაში არ არის მითითებული.

ბრძანება ძალაში 2023 წლის პირველი იანვრიდან შევა.