ვერეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთიდან 53 ბავშვი დაიბრუნა

ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთიდან 53 ბავშვის დაბრუნება შეძლო და ამჟამად რუსეთის ფედერაციას გატაცებული და დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების ე.წ გაშვილებასთან დაკავშირებით უჩივის.

„ჩვენ მოვახერხეთ 53 ბავშვის დაბრუნება. ახლა სარჩელზეც ვსაუბრობთ. მოვითხოვთ რუსეთის პასუხისგებაში მიცემას, რადგან ეს ეს არის დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი შვილების წინააღმდეგ“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ბოლო ანგარიშშიც იყო მითითებული, რომ მოსკოვს იძულებით გადაჰყავს უკრაინელი ბავშვები რუსეთში.