ბრიტანეთის დაზვერვამ უკრაინაში რუსეთის შეტევის „შენელების“ რეალური მიზეზი დაასახელა

ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, რუსეთის განცხადებები „სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან აცილების“ მცდელობის შესახებ,  მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.

„რუსეთის ჯარების შეტევა უკრაინაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების ცუდი სამხედრო ეფექტურობისა და უკრაინის სასტიკი წინააღმდეგობის გამო შეჩერდა. რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები „სამოქალაქო მსხვერპლის აცილების“ მცდელობასთან დაკავშირებით რეალობას არ შეესაბამება“, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, რადგან რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს ბრძანებით, უკრაინაში რუსეთის ჯარებმა არაერთხელ დაარღვიეს დაგეგმილი ოპერატიული ვადები. აღნიშნულია, რომ რუსეთის სარდლობამ, წინსვლის არასაკმარისი ტემპის გამო სულ მცირე ექვსი გენერალი გაათავისუფლა. 

შოიგუს სიტყვით გამოსვლის დღეს, რუსეთის ჯარმა მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა SS-26 ისკანდერით, ქალაქ ჩაპლინოში მატარებელზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ბავშვი დაიღუპა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ხაზს უსვამს რუსეთის მზადყოფნას, უკრაინას მიაყენოს გვერდითი ზარალი, როდესაც მიიჩნევს, რომ სარაკეტო ან საარტილერიო დარტყმებს აქვს სამხედრო უპირატესობა.