რუსული ენერგოგიანტის „გაზპრომის“ განცხადებების ფონზე, რომ „ჩრდილოეთი ნაკადი1“ 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ტექდადათვალიერებითვის გაჩერდება, ევროპაში გაზის ფასი ნახტომისებურად გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე $3 500 გადააჭარბა.
ელექტროენერგიის ფასებმა საფრანგეთსა და გერმანიაში პარასკევს ახალ რეკორდს მიაღწია, რადგან რუსეთმა გათბობის სეზონის წინ ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდა.
მანამდე ევროპაში გაზის გაცვლითი ფასი 1 მგვტ/სთ-ზე 315 ევროს აჭარბებდა, რაც ათას კუბურ მეტრზე 3300 დოლარზე მეტია.