რაჭაში, ავტოავარიის შედეგად ანსამბლ „ძირიანის“ წევრები ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები დაიღუპნენ.
გარდაცვლილი ნიკა გაგნიძე მომღერალი იყო. ტრაგედიას ანსამბლი "დიდგორი“ გამოეხმაურა და სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.
"დიდ მწუხარებას გამოთქვამთ ანსამბლ "ძირიანის“ წევრის ნიკა გაგნიძისა და მისი ძმის, თორნიკე გაგნიძის გარდაცვალების გამო. თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა. ღმერთმა აცხონოს ბიჭებო თქვენი სული. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ძირიანს, რაჭას და სრულიად საქართველოს“,- წერია სამძიმრის წერილში.