თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აივანი ჩამოინგრა.
ინფორმაციას რუსთავი2 ავრველებს და ამბობს, შემთვევას 74 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა.
ადგილობრივების თქმით, ქალი სარეცხს ფენდა, როდესაც საყრდენის ჩამონგრევის გამო, აივნიდან გადავარდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაწყებულია გამოძიება.