NASA-მ გიგანტური რაკეტის გაშვება ტექნიკური პრობლემის გამო შეაჩერა

NASA-ს ახალი რაკეტის Space Launch System (SLS) მთვარეზე პირველი ფრენა ვერ შედგა.

BBC-ის ცნობით, სპეციალისტები ტექნიკურ პრობლემაზე საუბრობენ.

SLS-ი ყველაზე ძლიერი რაკეტაა, რომლითაც პროექტის - Artemis განხორციელება იგეგმება და რომლის მიზანიც მთვარის ზედაპირზე ადამიანების გაგზავნაა.

ახალი რაკეტა კენედის კოსმოსური ცენტრიდან, ცარიელი სატესტო კაფსულით დღეს თბილისის დროით 4 საათსა და 33 წუთზე უნდა გაშვებულიყო. ხომალდს მთვარის გარშემო უნდა ეფრინა და 6 კვირაში დედამიწაზე დაბრუნებულიყო.

ეს არის ყველაზე გიგანტური რაკეტა, რომელიც ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს ოდესმე შეუქმნია.